პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბენო გეგეჭკორი ხელისუფლებისგან რაიონში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობაზე დაწესებული მაღალი ფასის საკითხის მოგვარებას მოითხოვს.
როგორც ბენო გეგეჭკორი აცხადებს, ბაღდათის რაიონში არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასი საკმაოდ მაღალია.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სტუდენტებს და სოციალურად დაუცველებს.
„ახალი მემარჯვენეები“ არ ვაპირებთ ჩავერიოთ კერძო კომპანიების, მეწარმეების ფასების რეგულირების პოლიტიკაში, რადგანაც ცნობილია, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის მაღალ ფასს საწვავზე არსებული მონოპოლია განაპირობებს“ – განაცხადა ბენო გეგეჭკორმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან უნდა გამოიყოს თანხები, რათა სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და მოსწავლეებმა უფასოდ, ხოლო სტუდენტებმა მნიშვნელოვანი შეღავათებით იმგზავრონ.

















