„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ძაგანია ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
როგორც ძაგანიამ ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ავლაბარში არის უმძიმესი მდგომარეობა - ოჯახები ვერ იხდიან საბავშვო ბაღის გადასახადებს, უნივერსიტეტში სწავალის საფასურს, არ აქვთ მკურნალობისა და მედიკამენტების შეძენის საშუალება. ამასთან მოსახლეობაში მასობრივი უმუშევრობაა.
„ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ სააკაშვილს, ბეჟუაშვილებსა და ნაყოფიას ჩამოვართმევთ ხალხისთვის მოპარულ ქონებას და გაჭირვებულ მოსახლეობას დავურიგებთ“ - განაცხადა კახა ძაგანიამ.

















