logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს
13:15 01.09.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირდა.

მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც აგვიტოს პერიოდს მოიცავს, საუბარია საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოსამსახურეების უკანონო მონაწილეობის კონკრეტულ ფაქტებზე.

კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სოფლის რწმუნებული ვაჟა მახარაძე სამუშაო საათებში თავად არიგებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად კი, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაცია ეკრძალებათ. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში დღესასწაულზე პოლიციის თანამაშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიმბოლიკიანი მაისურებით გადაადგილდებოდნენ, რაც მოსახლეობისთვის აგიტაციად აღიქმება.

ანგარიშში საუბარია ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტულ ფაქტებზეც, რომელიც საარჩევნო კოდექსით იკრძალება და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ 25 აგვისტოს, სოფელ ჩარგალში გამართულ ვაჟაობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ოტიაშვილმა ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ბასილაშვილს პირდაპირ სცენაზე გადასცა 500 ლარი.

„ასეთი ქმედება განხილული უნდა იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, რისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამ წლამდე პატიმრობა და საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნა“-აღნიშნავს ორგანიზაცია.

ანგარიშში საუბარია ასევე წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზეც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განმარტებით, ადმინისტრაციული რესურსის მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის ფაქტს ჰქონდა ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში, სადაც „ქართულო ოცნების” წარმომდგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულმა მანქანამ გაზი გაუშვა.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანებში, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ,,სოფლის პროგრამის’’ ფარგლებში სოფლის გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშები თავიათ საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმულები ახორციელებდნენ, რაც ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს წარმოადგენს და აკრძალულია.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა თელავშიც, სადაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დახმარებას მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურებში ჩაცმული მოქალაქეები ურიგებდნენ .

ანგარიშში ორგანიზაცია ყურადღებას სააგიტაციო მასალის განთავსების წესების დარღვევაზეც ამახვილებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ცესკოსა და უწყებათაშორის კომისიას აღნიშნულ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ორგანიზაცია ზემოთ მოყვანილ დარღვებზე მოკვლევის დაწყებას მთავარ პროკურატურას სთხოვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა