პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა
ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა.
როგორც გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

















