საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოახლოებულ არჩევნებთან
დაკავშირებით ის პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას არ აპირებს.
ეს განცხადება ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს გააკეთა.
„მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩართვას და მწვავე პოლიტიკურ საკითხებზე აზრის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ ახვევს. თუმცა ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

















