„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა სისხლი ჩააბარა.
იაშვილის სახელობის კლინიკაში, ბავშვთა ონკო–ჰემატოლოგიის დეპარტამენტში ხაჩირაშვილი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, ბავშვთა ონკო–ჰემატოლოგიის დეპარტამენტში 0–18 წლამდე ასაკის ბავშვები მკურნალობენ და სისხლის საჭიროება მუდმივად არსებობს.
ხაჩირაშვილმის თქმით, მსგავსი სახის აქციებში საზოგადოების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.

















