საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მისი ყოფილი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძეა.
ნიკოლაიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. სავარაუდოდ, ის გურიის რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

















