logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
16:18 25.02.2020
საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა. სამწუხაროდ, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენ კიდევ გვიწევს ბრძოლა, იმისთვის რომ რუსეთმა დეოკუპაცია განახორციელოს. მაგრამ განსხვავებით 1921 წლისა, საქართველო დღეს არის შემდგარი ქვეყანა და მას გვერდში უდგას ცივილიზებული სამყარო და საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ძალა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში მდგომარეობს, ამ გმირი იუნკერების სულში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა მიაღწევს თავის სანუკვარ თავისუფლებას და მოახდენს ტერიტორიების დეოკუპაციას. ამას ვერანაირი წითელი ან სამფეროვანი რუსეთი წინ ვერ აღუდგება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ისტორიისთვის 25 თებერვლის მნიშვნელობაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემაც ისაუბრა.

„დღევანდელი დღე არის ნაკრები თავდადების, ტკივილის, პატრიოტიზმის და ამავე დროს უპასუხისმგებლობის - ყველაფერი ერთად აღებული. ეს არის მაგალითი იმის, რომ ალბათ უნდა ვისწავლოთ და უფრო მეტად აზრობრივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ქვეყნის დაცვა და ქვეყნისთვის სამსახური არ არის მხოლოდ გულში მჯიღის ცემა“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა