logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: პრემიერი მართალია - უსაფრთხოების სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია
გიორგი ვოლსკი: პრემიერი მართალია - უსაფრთხოების სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია
14:35 25.02.2020
„პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“,- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დედაქალაქების გადაწყვეტილებებზე გავლენა ძალიან რთულია იმ პირობებში, როდესაც არ არის ერთიანი პოზიცია. ევროკავშირს ერთიანი საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია და ეს დასამალი არავისთვის არ ყოფილა. ქვეყნებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. იგივე რუსული ფაქტორის, ოკუპირებული ტერიტორიების მოცემულობის გათვალისწინებით, მაგრამ მთლიანობაში, პრემიერ-მინისტრი მართალია. საქართველოს-პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია. ეს ადვილი არ არის. ეს არ არის ის, რომ შეიკრიბონ და პრემიერ მინისტრის განცხადება განიხილონ ამასთან დაკავშირებით და ხელის აწევით გადაწყვიტონ საკითხი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს, საქართველოს ინტერესები კი ცალსახაა იმ განცხადებებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა.

„მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიღებს, მაგრამ ჩვენი ინტერესები გამომდინარეობს იმ განცხადებიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა. ასე, რომ რეალობაში ეს არ არის თხოვნის და ამ თხოვნის განხილვის თემა. საერთო ინტერესები უნდა ამოძრავებდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, იმისათვის, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესის მქონე საკითხია ეს. ჩვენ უსაფრთხოება გვჭირდება სტაბილური განვითარებისთვის. დანარჩენი ნიუანსების საკმაოდ რთულია და ამ რთულ ნიუანსებს ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაუსწორონ თვალი“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა