logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად  მოხსენიება წყალგამყოფად თვით ოპოზიციას შორის იქცა
გურამ ნიკოლაშვილი: ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება წყალგამყოფად თვით ოპოზიციას შორის იქცა
20:56 21.02.2020
„ოპოზიციას პასუხისმგებლობის ასარიდებლად და ქართულ პოლიტიკაში ყოფნაზე პრეტენზიის გასაცხადებლად სჭირდება, ჩადენილ დანაშაულებს უწოდოს შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი პოლიტიკური პატიმრები“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ "დღის ქრონიკაში".

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიება წყალგამყოფად იქცა თვით ოპოზიციას შორის, ეს შეფასება არ გაიზიარა არცერთმა იმ ოპოზიციონერმა, რომელიც არ წარმოადგენს ნაცმოძრაობის განაყოფს.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი გასამართლებულია ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ვალერი გელაშვილის ცემა, 26 მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა, ტელეიმედის დარბევა და სხვა ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ელიტა მაინც ბედავს სპეკულაციას და მის პოლიტპატიმრად წარმოჩენას.

„ბოლო პერიოდში თითქოს ყური მიეჩვია ოპოზიციონერთა განცხადებებს ქვეყანაში პოლიტპატიმართა არსებობის შესახებ, რაც ძირითადად 20 ივნისს და პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებულებს გულისხმობს, მაგრამ ვანო მერაბიშვილის ამგვარად მოხსენიება წყალგამყოფად იქცა თვით ოპოზიციას შორის. საბედნიეროდ, ეს შეფასება არ გაიზიარა არცერთმა იმ ოპოზიციონერმა, რომელიც არ წარმოადგენს ნაცმოძრაობის რაიმენაირ განაყოფს. ნუთუ ნაცმოძრაობა ვერ ხვდებოდა რა მოჰყვებოდა ვანოსთვის პოლიტპატიმრის წოდებას? პოლიტიკური ნიშნით დევნილი დაარქვა ადამიანს, რომელიც გასამართლებულია ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ვალერი გელაშვილის ცემა, 26 მაისის აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა, ტელეიმედის დარბევა და მიტაცება, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, კვარიათში აგარაკის წართმევა და მითვისება, ათასობით აქტივისტის უკანონოდ დასაქმება 2012 წლის არჩევნების წინ და მილიონობით თანხის გაფლანგვა, აკურის ღვინის ქარხნის მიტაცება. ამის მიუხედავად ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ელიტა მაინც ბედავს მსგავსი სპეკულაციის შემოთავაზებას. თურმე ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ მან ქართული პოლიცია მოქალაქის სამსახურში ჩააყენა. რა უნდა თქვა ასეთ დროს?” - აცხადებს ნიკოლაშვილი

მისი თქმით, ცხადია მათ კარგად იციან, რომ არავითარ პოლიტიკურ პატიმარს ვანო მერაბიშვილი არ წარმოადგენდა. მაგრამ, თუ იტყვიან, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და ის სამართლიანად იჯდა ციხეში, იქვე დგება მთლიანად რეჟიმის ლეგიტიმაციის საკითხი.

„რა რჩება ცხრა წლიანი მმართველობიდან სისხლის და სისასტიკის გარდა? როგორღა ილაპარაკონ ქვეყნის აშენებაზე? სად იყო პარტია მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი დანაშაულებებს ჩადიოდა, როცა მაშინდელი ოპოზიცია ხმამაღლა საუბრობდა ამ საქმეებზე, სად იყვნენ ის კონკრეტული ადამიანები, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობისა და მათთან გათანაბრებული პარტიების ლიდერები არიან. სად იყვნენ და იქ, მმართველ გუნდში, ერთ მუშტად შეკრულები და ცხადია, რომ მათ საერთო პასუხისმგებლობა აერთიანებთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ასარიდებლად და ქართულ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიის გასაცხადებლადაა საჭირო, რომ ჩადენილ დანაშაულებს უწოდონ შეცდომები, კანონიერად გასამართლებულ პირებს კი პოლიტიკური პატიმრები. ამიტომაც, უკვე შვიდი წელია ნაცმოძრაობა ცდილობს არა მხოლოდ აკრიტიკოს ქართული ოცნება ამა თუ იმ საკითხზე, თუნდაც სამართლიანად, არამედ მათთვის უმთავრესია ამ კრიტიკაში მიზანმიმართულად და უტიფრად ჩააქსოვოს საკუთარი რეჟიმის გამართლების მცდელობა”, - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა