logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები
რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები
17:56 21.02.2020
„გიგი უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები. საერთაშორისო დონეზე ცხადია ვერავინ მსგავს შეფასებას ვერ გააკეთებდა. ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს და ამბობენ ისინი, ვისთვისაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან. მათი ლოგიკით გამოდის, რომ თუ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიუხედავად იმისა ხარ ხელისუფლებაში თუ ხარ ოპოზიციაში, შენ შეგიძლია აწამო ადამიანები, შეგიძლია უსმინო უკანონოდ ადამიანებს, ჩაერიო მათ პირად ცხოვრებაში“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

რატი იონათამიშვილის თქმით, ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ეხებოდა დაკავების დროს და მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ეს არ უნდა გამხდარიყო მოლაპარაკებების შეწყვეტის და დიალოგის გაჩერების საფუძველი.

„როდესაც უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაშინ, რა განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო ცალკეული პარტნიორების მხრიდან, და თუ იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დროში და პროცედურულად ეს არც თუ ისე მისაღებ დროს განხორციელდა, ისინიც კი მიუთითებდნენ იმას, და ამას ცხადია არ მხოლოდ ჩვენი , არამედ უფრო მეტად ოპოზიციის მისამართით იმეორებდნენ, რომ ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ შეწყდეს მოლაპარაკებების ფორმატი და გაჩერდეს დიალოგი. ისინიც კი, ყველა განცხადებაში ზუსტად ამას მიუთითებდნენ, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა მოლაპარაკების პროცესზე. ამიტომ, ამ ორი საქმის ერთ სიბრტყეზე დაყენება, მე ვფიქრობ, რომ ცალკეული პასუხისმგებლობაა. ერთი საკითხია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსენსუსზე, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე, და მეორე საკითხია, როდესაც კონკრეტულ სასამართლოზე და სამართლებრივ საქმეზე ვსაუბრობთ“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა