საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში ზვიად ძიძიგური საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჩივრებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ძიძიგურმა განუცხადა, რუსთავის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე დღეს ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
ძიძიგურის განცხადებით, კომისიების მუშაობის რეგულაციები მასობრივად დაირღვა და მათი საქმიანობა საარჩევნო კოდექსთან შესაბამისობაში არ იყო.
„საარჩევნო ოქმები გადაკეთებული იყო, მთელი რიგი სიყალბეები იყო ჩადენილი და სამართლებრივ ხელების გადაგრეხვას ჰქონდა ადგილი“-აღნიშნა მან.
ძიძიგური რუსთავის სასამართლოში სარჩელს დღეს 15:00 საათისთვის შეიტანს.

















