საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამი წარმომადგენელი გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ეწვია.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ჯგუფმა ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირება ერთობლივად განახორციელა.
ჩეხეთის დელეგაციის წევრებმა მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს და სადამკვირვებლო მისიისგან პირველადი ინფორმაციაც მიიღეს.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია საზღვრის პატრულირებას ყოველ დღე, დღე-ღამის განმავლობაში 15-ჯერ ახორციელებს.
სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სოფელ ონიდან სოფელ თვაურების აღმოსავლეთით და ადმინისტრაციული საზღვრიდან 300 კილომეტრის რადიუსის მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.

















