logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
19:39 19.02.2020
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 17 -18 თებერვალს შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მიმართულებით მიღწეული პროგრესის, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან. ასევე, დელეგაციის წევრები შეხვდნენ დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.

დელეგაციამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კოორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ასევე, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილეს სამართალდამცავ ორგანოებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაზრდის მიზნით განხორციელებული აქტივობები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის პროგრესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საქართველომ 2019 წლის 27 ნოემბერს გადმოიბარა. 6-თვიანი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო შემდეგი 4 პრიორიტეტული მიმართულებით იმუშავებს: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა