არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა ცესკო-ს თავმჯდომარეს პარტიული სიები 1 სექტემბრის 18.00 საათამდე უნდა წარუდგინონ.
საარჩევნო სუბიექტებმა ცესკო-ში ასევე უნდა წარადგინონ მაჟორიტარობის კანდიდატთა დოკუმენტაცია.
სიების წარდგენის პროცესი დღეს დაიწყო.
ცესკო რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიებს, რომელთაც რეგისტრაცია გაუუქმდათ, ხვალ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოაქვეყნებს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ხვალ, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცესკო საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, საზღვარგარეთ შექმნის საარჩევნო უბნებს და აცხადებს ამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსს.
ამასთანავე, ხვალვე თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, ცესკო დაადგენს ავღანეთში განლაგებული საქართველოს სამშვიდობო ბატალიონებში მყოფი სამხედროების სპეციალურ სიებს.

















