logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები პოლიტიკურ დეპრესიაში არიან, არ შემოდიან პარლამენტში და ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ
ირაკლი სესიაშვილი: ნაცმოძრაობა და მასთან დაკავშირებული პარტიები პოლიტიკურ დეპრესიაში არიან, არ შემოდიან პარლამენტში და ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ
00:03 19.02.2020
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, პარლამენტის საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინონ და ასევე ვხედავთ მანიპულირებულ კვლევებში, რომ მცდელობაა ,პარლამენტის რეიტინგი მაქსიმალურად დაბალი გამოჩნდეს,
პარლამენტი ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხზე მუშაობს, რაც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა ტ/კ „იმედის“ გადაცემაში „არენა“.
ირაკლი სესისაშვილის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოების წინაშე ანგარიში წარადგინა და ამასთანავე პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევდა.

„დღეს სერიოზული დებატები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში. ოპოზიციამ ჩიხური გზა აირჩია, რაც პირველ რიგში, არ წაადგება ქვეყანას. თუმცა ოპოზიციას არც აინტერესებს ქვეყანას რა წაადგება. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინაც არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა იყო ქვეყნის ინტერესები. საპარლამენტო ცხოვრება და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, თითოული ჩვენგანის ვალდებულებაა. ისინი არიან პოლიტიკურ დეპრესიაში, არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებითაც ვერაფერს აკეთებენ“, -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ბევრი გაჭირვებული ადამიანია, თუმცა ქვეყანა ვითარდება.
„ძალიან რთული სტარტი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ 2013 წელს.აქ იყო მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჯერ დანგრევა და შემდეგ ახალ რელსებზე გადაყვანა სჭირდებოდა.

ძალიან ბევრი პროგრამა ჩაიდო ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობა იყო, ჯანდაცვა იყო მთლიანად ჩავარდნილი, თითოეული მოქალაქე იძულებული გახლდათ სახლი გაეყიდა, ვალი აეღო. ბევრი რესურსის ჩადება მოგვიაწია იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაგვეყენებინა.

დღესაც რთული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევევი არის, თუმცა ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინი გვაქვს. ეს კარგად ჩანს
საერთაშორისო რეიტინგებში, კარგად ჩანს ინვესტორებისა და ბიზნესის დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ. ნდობა გაჩნდა ხელისუფლების და სისტემის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა