logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა იყო დეზინფორმაცია
გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა იყო დეზინფორმაცია
14:28 18.02.2020
„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიას, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს, 7 თებერვლის რეზოლუციაში სრულად აქვს ასახული თუ რამდენად წინ არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებში.

„პრაქტიკულად, არც ერთი საკითხი არ აქვს დატოვებული დადებითი შეფასების გარეშე. რაც ახლა მოხდა და რაზედაც საზოგადოებას ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მიეწოდა, ძალიან დიდი დოზა იყო დეზინფორმაციის. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ პროექტი, რომელიც ევროკავშირმა თავიდან წარმოადგინა იყო შესანიშნავი და ზუსტად ასახავდა იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ზუსტად ასახავდა იმას, რასაც ჰქვია ევროპასთან ასოცირების პროცესის დახასიათება. ამის შემდეგ, ამ შინაარსის დოკუმენტთან დამატებით შემოიტანეს უკვე „გადაწყვეტილი“ საკითხი - რომ აქ არის პოლიტიკური დევნა და კონკრეტული ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. რასაკვირველია, ამას არც ჩვენი და არც ევროკავშირის დელეგაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერდა. უცებ გავიგონეთ საყვედური - თურმე ჩვენ არ დავთმეთ გარკვეული პრინციპები, რათა ეს შესანიშნავი ერთობლივი განცხადება მიგვეღო. ამაზე მეტი დემაგოგია, ამაზე მეტი არასწორი ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - მოსაძებნია და შეიძლება ერთი-ორი თუ იპოვო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტისა თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით დოკუმენტში ასახული უამრავი პოზიტიური ჩამონათვალი გადაფარულიყო.

„ამ პოზიტივის გადასაფარად გაკეთდა ყველაფერი, მაგრამ ის, რაც არის - რეალურია და რაც დოკუმენტში დევს - არ გაუქმებულა. სამწუხაროა, რომ ერთობლივი განცხადება არ იყო მიღებული, მაგრამ ის ფაქტები, რაც წერია ამ დოკუმენტში არსად გამქრალა, ხომ რეალურია რასაც წერენ - საკანონმდებლო სფეროში შეთავსების თაობაზე, საპარლამენტო კონტროლის თაობაზე, რეგლამენტის, კონსტიტუციის, არაერთი კანონის და ინტეგრაციის იმ პროცესების თაობაზე, რაც მოითხოვება საქართველოსაგან. ეს რეალურია და არსებობს. ამას ვერ გავაქრობთ რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ გაუგებრობა შევიტანოთ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვიცესპიკერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა