logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს ასახელებს
14:20 18.02.2020
„პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზეც, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში კონსულტაციების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ. მათ შორის განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა განათლების სისტემის დაფინანსებაზე მთავრობის მისამართით“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს დაეფუძნება და უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფრო სამართლიან წესებს, პარტიებისთვის დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკაში და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის ჩატარების წესებს და სხვა სიახლეებს მინდა, გამოვხატო ინტერესი ცალკე აკვაკულტურის შესახებ პაკეტის შესახებ- რომლის მიზანია ეკონომიკის ამ სექტორის გაძლიერება, წარმადობის გაზრდა და შიდა მოთხოვნის უფრო მეტად უზრუნველყოფა; ასევე, ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები - რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაწყებული გვაქვს მუშაობა სტუდენტების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც შექმნის სტუდენტობის პერიოდში სოციალური უფლებების და ბენეფიტების, სტაჟირების და დასაქმების ახალ მექანიზმებს და ახალ შესაძლებლობებს. ამ პროცესში გვსურს ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და პაკეტის შემუშავება მათი ჩართულობით; ვიმუშავებთ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტზე, ასევე მივიღებთ ტყის კოდექსს“ რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მდგრადობას და ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას; განათლების სისტემის დაფინანსებაზე კრიტიკული იქნება ჩვენი შემდგომი მხარდაჭერა მთავრობის მისამართით - 2022 წლისთვის განათლების სისტემის დაფინანსება არ უნდა იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები; რეალურად განათლება არის ყველა იმ გამოწვევაზე პასუხი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. განათლების სისტემის სწორი რეფორმით, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯებით, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის გაძლიერებასაც და სიღარიბის შემცირებასაც. ვიმუშავებთ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებზე, აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელიც სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს კონკურენციის შესახებ და ანტიდემპინგურ კანონმდებლობას და ცვლილებებს, რომელიც კონკურენციას კერძო სექტორში, მათ შორის, კერძო სუბიექტებსა და სახელმწიფო კომპანიებს შორის დაარეგულირებს უფრო უკეთ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის პროცესი გაგრძელდება და 30 ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა იგეგმება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა