logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ცუდია, რომ ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არ აინტერესებს
მამუკა მდინარაძე: ცუდია, რომ ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არ აინტერესებს
13:16 18.02.2020
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატების განცხადებას დღევანდელი სხდომის ბოიკოტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ -„პოლიტიკური ურთიერთობის რაღაც ახალი სტილი მივიღეთ, შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენელს, რა თმა უნდა, ესეც შეუძლია, უბრალოდ მივანიშნებ რა გზა აირჩიეს, რომ გამოაცხადოს ბოიკოტი, მერე თხუთმეტწუთიანი განცხადება გააკეთოს და პასუხი არ მოისმინოს“.

„დღეს არის ის დღე, როდესაც 2019 წელზე ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, როცა მოწვეულები არიან მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, და გარეთ რამდენიმე ათეულ კაცს რა უნდა? რას იტყვიან, რას ვაპროტესტებთო? და თქვეს იმ 15 წამს ვაპროტესტებთ, როცა ვიღაცამ ღილაკზე ხელი უნდა დააჭიროს შოთაძის ასარჩევად და ამ 15 წამიანი პროცედურის გამო პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში არავინ უნდა ახსენოს, საერთოდ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე რა გააკეთა პარლამენტმა 2019 წელს. ეს არი მათი დღის წესრიგი. მათი ინტერესი არ არის ილაპარაკონ თემებზე, რომელიც, მაგალითად ჩაიდო იმ 400-ზე მეტ კანონში. იქ ხომ უამრავი ისეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული პარლამენტის მიერ, რომელიც მოქალაქეების კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული.

ყველანაირი მათი პიარული მცდელობა, რომ ეს არ გავიდეს გარეთ, გადაიფარება საბოლოოდ იმით, რომ თითოეულ ადამიანთან მაინც მიდის ეს გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესში და ამაზე ისაუბრებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა