logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა
ნათია მეზვრიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა
10:59 18.02.2020
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით გადადგა. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს განახლებულ სტრუქტურასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბჭომ 2020 წელის პრიორიტეტულ მიმართულებებად გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა განსაზღვრა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობა იწყებს ადამიანის უფლებათა დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და ამ პროცესში სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ყოფნა, მთავრობისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მხარეებმა ისაუბრეს პენიტენციურ დაწესებულებებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების ეფექტიანობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის ფორმატში მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა