ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მომავალი კვირიდან ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ დარღვევებზე დაიწყებს რეაგირებას.
ამის შესახებ ბლოკის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილი ამომრჩეველთა სიას უარყოფით შეფასებას აძლევს, და ამ საკითხში უცხოელი დამკვირვებლების ჩართვას გეგმავს.
ის იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებამდე სიის მოწესრიგება მოხერხდება.

















