logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არჩევნებს არ ელოდება
არჩილ თალაკვაძე: არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არჩევნებს არ ელოდება
22:12 15.02.2020
„არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო - ეს არცერთ დემოკრატიაში არ ხდება“,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ გიგი უგულავას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც.

„ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ დღეს და აკეთებდნენ წინასწარ ნეგატიურ მოლოდინებზე განცხადებებს. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ჩვენ გავიზიაროთ ის წუხილები, რაც გამოთქვეს ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ისინი საუბრობდნენ მხოლოდ კონტექსტზე. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ასეთი დაძაბული განხილვები მიმდინარეობს და არჩევნები მოდის, ეს არ იყო პოზიტიური, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა