logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: აშშ და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ამბობს, რომ გადის დიალოგიდან
არჩილ თალაკვაძე: აშშ და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ამბობს, რომ გადის დიალოგიდან
22:01 15.02.2020
„დღეს მოცემულობა არის ასეთი - ამერიკის შეერთებული შტატები და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს და ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, გადის დიალოგიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტის შეფასებისას, არჩილ თალაკვაძემ ის საკითხებიც დაასახელა, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი თემა იყო ოპოზიციასთან დიალოგი და მმართველი გუნდის შეთავაზება, რომელიც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კომპრომისული და სამართლიანია.

„ამერიკელ კოლეგებთან გვქონდა საუბარი ჩვენს გადაწყვეტილებებზე და გეგმებზე, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ და პირდაპირ გეტყვით, რომ მათი მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და ამ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეთავაზება - 100/50 არის კომპრომისული და სამართლიანი. ჯერ კიდევ აშშ-ში წასვლამდე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ მზად ვართ განხილვისთვის, შემდეგი დიალოგისთვის და ოპოზიციამ, როგორც ჩანს, იჩქარა და ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთა, რომ გადის დიალოგიდან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ არჩევნებს ნებისმიერი სისტემით მოიგებენ.

„როდესაც ამერიკა და საქართველოს ხელისუფლება დგას ერთ პოზიციაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციის ერთი ნაწილი, ვინც უფრო დესტრუქციულობით გამოირჩევა, ამბობს, რომ გადის დიალოგიდან და ასევე, ამბობს პარალელურად, რომ მზად არიან ნებისმიერი სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეს უბრალოდ, ერთი მეორეს გამორიცხავს. თუ ნებისმიერი სისტემით მზად არიან, მაშინ დაეთანხმონ უფრო უკეთესს, ვიდრე არის დღევანდელი და 100/50-ზე რომ ბევრად უკეთესია, ვიდრე დღევანდელი, ამას ელემენტარული მათემატიკა მოწმობს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა