logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზალკალიანი: ხორვატია, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას
ზალკალიანი: ხორვატია, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა მნიშვნელობას ანიჭებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთან თანამშრომლობას
21:04 14.02.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გინრად გრლიჩ რადმანთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს და ხორვატიის წარმატებული თანამშრომლობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს პრაქტიკული დახმარებისთვის ევროკავშირის სტანდარტებთან ქართული ინსტიტუციების დაახლოებისა და ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის მომავალ თავმჯდომარეობაზე. ხორვატიამ დაადასტურა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობა პრიორიტეტი იქნება და მათ შორის, საქართველო, რომელიც გახლავთ ამ ფორმატის წარმატებული მაგალითი. ხორვატმა კოლეგამ დავით ზალკალიანს გააცნო ის ძირითადი ღონისძიებები, რომელსაც ხორვატია თავმჯდომარეობის პერიოდში ჩაატარებს.

გირდან გრილჩ რადმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგს და ქვეყნის წარმატებას ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები, აღნიშნეს სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ხორვატიამ ინტერესი გამოხატა გააღრმავოს ურთიერთობები ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში, რის საფუძველსაც იძლევა საქართველოს წარმატებული რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი. რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ მხრივ მიმდინარე საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ხორვატიას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა