logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას
20:11 14.02.2020
„კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ისინი ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას,“ - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარბოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ევროპარლამენტარებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის.

„თავის დროზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარბოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ევროპარლამენტარებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის, იმ ერთ-ერთი მთავარი მიღწევისთვის, რომლითაც ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე სარგებლობს. მათ აქვთ მუდმივად ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, თუმცა, როგორც მაშინ ვერ მოახერხეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ბუნებრივია ახლაც ვერ შეუქმნიან ვერანაირ დაბრკოლებას ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში განვითარებულ პროცესებზე, დეკლარაციასთან დაკავშირებულ პროცედურებზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ასოცირების კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა.

„ეს არის დოკუმენტი, სადაც აისახება პროგრესი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები ასოცირების შეთანხმებით და რამდენად ხორციელდება, სრულდება ეს ვალდებულებები, ამას ეხება ეს დოკუმენტი. დოკუმენტი მზადდება თანათავმჯდომარეების მიერ, მათ შორის, ქალბატონი მარინა კალიურანდი, რომელიც არის თანათავმჯდომარე, იყო პასუხისმგებელი ამ დოკუმენტის მომზადებაზე. მომზადდა ეს დოკუმენტი, იყო დახვეწილი დოკუმენტი და იქ იყო ზედმიწევნით ასახული ის განვლილი გზა, რომელიც ჰქონდა საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ეს იყო პროგრესის ამსახველი დოკუმენტი, თუმცა, სცადა ოპოზიციამ ამ დოკუმენტის პოლიტიზება, ამისთვის ისინი იყენებდნენ იპპ-ის წარმომადგენელ ევროპარლამენტარებს არსებითად, თუმცა, იყო ასევე მწვანეების ჯგუფი და მათი მეშვეობით, ისინი აყენებდნენ ისეთ ცვლილებებს, რომ ერთი, რომ ის ახდენდა დოკუმენტის პოლიტიზებას და ამასთან, აცდენილი იყო რეალობას. ამასაც ჩვენ ვართ მიჩვეული ოპოზიციის მხრიდან. ამოცანა ამ დოკუმენტის არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ასოცირების კომიტეტმა საბოლოო ჯამში მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არ არის მძიმე მოვლენა, ვინაიდან, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელშიც ფაქტობრივადაა ასახული ის რეალობა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა