logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: 2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავა
არჩილ თალაკვაძე: 2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავა
19:42 14.02.2020
"გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საკანონმდებლო საზედამხედველო სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტმა 91 საკანონმდებლო ინიციატივაზე, 412 კანონპროექტსა და 69 საკანონმდებლო წინადადებაზე იმუშავა, ასევე, უპასუხა 2530-ზე მეტ მომართვას მოქალაქეების მხრიდან, რაც, მისივე შეფასებით ადასტურებს, რომ გასული წელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი წელი იყო.

არჩილ თალაკვაძემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაშიც კომიტეტის მიერ შეტანილი წვლილი განსაკუთრებულია.

"მინდა გამოვყო კომიტეტის წვლილი მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შემუშავებასა და მიღებაში. ეს საკანონმდებლო რეფორმა ემსახურება საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გაძლიერების მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას. ამ პაკეტის მიღების შედეგად დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა, ამაღლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სტანდარტი და გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც იურიდიულ საქმეთა კომიტეტს საკვანძო ფუნქცია ჰქონდა, არის საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის დადგენა და ამ რეგულაციების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა მოსამართლეთა შერჩევის და დამტკიცების ღია, დემოკრატიულ პროცესს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა შემდგომი სამუშაოსთვის და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელიც გონივრული იქნება პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

არჩილ თალაკვაძემ დაასახელა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა კანონებიც, რომლებიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო და რომელთა მიღებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ძალისხმევას უკავშირდება - მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მედიაციის შესახებ ახალი კანონი და ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ეხება.


„2020 წელსაც, კომიტეტს და პარლამენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები შესასრულებელი. ეს არის ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების ასახვა საარჩევნო კანონმდებლობაში და ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი ორგანული კანონი. მჯერა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი აპარატი წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.


არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა