logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი რუხაძე ფლორიდაში სენატორ ნორმ კოლმანს შეხვდა
გიორგი რუხაძე ფლორიდაში სენატორ ნორმ კოლმანს შეხვდა
10:34 31.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ამერიკელი რესპუბლიკელების ერთ–ერთ ლიდერს სენატორ ნორმ კოლმანს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, შეხვედრა ქალაქ ტამპაში ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ყრილობისა და დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა საბჭოს ფარგლებში შედგა.

შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და კავკასიის რეგიონში ამერიკელი რესპუბლიკელების საგარეო პოლიტიკური გეგმები იყო.

რუხაძემ სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სენატორმა კოლმანმა კი, თავის მხრივ საქართველოს საპარლამენეტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული იქნება და ამით თქვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ“ – განაცხადა კოლმანმა.

ქდმ–ს ცნობით, საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ფლორიდაში რესპუბლიკური პარტიის ყრილობასა და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელთა შეხვედრას ესწრება.

ღონისძიებაში 50 შტატის 18 ათასი დელეგატი და ასობით ამერიკელი და უცხოელი პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს. ყრილობა დღეს ოფიციალურად აირჩევს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მიტ რომნის, რომელიც ნოემბრის არჩევნებში ბარაკ ობამას დაუპირისპირდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა