logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას
16:35 13.02.2020
„ოპოზიცია ნერვიულობს და ნერვიულობს ობიექტურად, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას. ჩვენ ვხედავთ ოპერაციას რიგითი კორუმპირებულის გადასარჩენად და ამის შედეგი არის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა. საქმე ძალიან მარტივად არის, ევროპარლამენტარები იღებენ პირველად ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შეეფარდა სისხლის სამართლის სანქცია, ბუნებრივია, ერთი შეხვედრით იწვევს გარკვეულ აღელვებას, თუმცა მთავარია დეტალები და როდესაც გაიგებენ მისიის წარმომადგენლები დეტალებს, თუ როგორ იპარავდა უგულავა 48 მილიონს, ასეთ შემთხვევაში დაიდება შესაბამისი დასკვნა და ზუსტად ეს ანერვიულებს როგორც სამადაშვილს ასევე ბაქრაძეს და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს მისია აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. მისივე თქმით, მისია იქნება მრავალპარტიული, მისიის ხელმძღვანელებიც არ იქნებიან ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ეს მისია დაადგენს ფაქტებს.

„საქმე არის ძალიან ნათელი, მთავარია ჩვენი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ევროპარლამენტარებს ეძლევათ საშუალება ჩამოვიდნენ საქართველოში და შეისწავლონ ამ საკითხის დეტალები, როგორც არსებითი მხარე, ასევე პროცედურული მხარე. ბუნებრივია, ეს ყველაფერს მოჰფენს ნათელს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ძალიან განერვიულდნენ, როდესაც გაიგეს ამ ინიციატივის თაობაზე. ნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და სხვებმა გააკეთეს უარყოფითი კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რატომ, ყველაფერი არის მარტივი, ერთი, რომ ეს მისია აუცილებლად დაადგენს იმას, რომ უგულავამ მოიპარა 48 მილიონი, გადასახადის გადამხდელების, თბილისი მოქალაქეების და საქართველოს მოსახლეობის ფული და მეორე, დადგინდება რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების თანახმად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სახეზე. გაირკვევა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა. ყველაფერს მოეფინება ნათელი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მისია საქართველოში მიმდინარე თვის ან მაქსიმუმ მომავალი თვის განმავლობაში ჩამოვიდეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა