logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა
ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა
14:05 13.02.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს წევრები იქნებიან მინისტრის მოადგილეები და პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერსებული მუნიციპალური ორგანოები.

ღია მმართველობის პროცესს 2013-2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. ამ პერიოდში არაერთი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 2017-2018 წლებში და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველოში უმასპინძლა.

პროცესის კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა მაღალი რანგის სათათბირო ორგანო, რომლის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაწიონ.

ღია მმართველობის ახალი საკოორდინაციო მოდელის ჩამოყალიბების პროცესში ადმინისტრაციამ აქტიურად ითანამშრომლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან.

ახლადშექმნილი საბჭოს დებულების მიხედვით:

- ნათლად ყალიბდება ღია მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლის თანახმად, თანაბარი უფლებები ენიჭებათ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს;

- საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ორ თანამომხსენებელს შორის ნაწილდება, რომელთაგან ერთი სახელმწიფო უწყებების, ხოლო მეორე - არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება წარდგენილი;

- საბჭოს ანგარიშვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე განისაზღვრება;

- სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება ღია მმართველობის დღის წესრიგის შედგენის პროცესში დასაბუთებული არგუმენტაციით უპასუხონ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს.
განსახორციელებელი ცვლილებები ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 2019 წლის დეკემბერში გამართულ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრაზე წარადგინა.


„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა