logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარია კალიურანდი: ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს, ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება
მარია კალიურანდი: ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს, ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება
13:47 13.02.2020
„ამ საკითხის მიმართ ვიქნებით დიდი ყურადღებით. როგორც იცით, მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. ამდენად, ამ ეტაპზე, სხვა დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარია კალიურანდმა იმ შეთავაზების თაობაზე, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

მარია კალიურანდის ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ. „სხვადასხვა სახის მისიები შეიძლება იყოს - ოფიციალური, ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს”, - აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და იმისათვის, რომ აქცენტები იყოს თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, იგი დღევანდელ შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტს საიტზეც ატვირთავს.

„მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეოს საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი 6 ქვეყანაში, ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა - მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება”, - განაცხადა მარია კალიურანდმა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტზე.

„იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება”, -აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა