თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია 10-დან 11:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრს, ჩალისპირების დასახლებას და სოფელ დიღომს შეეზღუდება.
ენერგომომარაგება 10-დან 16:00 საათამდე მოსულიშვილის ქუჩის ნაწილს, ლოტკინის სანერგე მეურნეობას, სამტრედიის, მამარდაშვილის, ბენაშვილის, ლენტეხის, ოსიაურის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების ნაწილს, დიღმის სასწავლო მეურნეობას, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტალს არ მიეწოდება.
შუქი 10-დან 18:00 საათამდე ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს, აეროპორტის დასახლებას, შანშიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა წყნეთს და ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს გაეთიშება.

















