logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
​არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მომავალს, გეგმებს, რომელიც ხელისუფლებას და საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
​არჩილ თალაკვაძე: საქართველოს მომავალს, გეგმებს, რომელიც ხელისუფლებას და საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
22:28 07.02.2020
„საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა. საქართველოს მომამავალს, გეგმებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს საზოგადოებას აქვს ქვეყანასთან მიმართებაში, აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის ამ გზით მიწოდება იყო სწორი გადაწყვეტილება და კარგი შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმებთან და არსებულ კითხვებთან დაკავშირებით მათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია.

„არც შევმცდარვარ, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლა, კოლეგეთან პირდაპირი საუბარი იქნებოდა ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ მეტი გვეთქვა ჩვენს სამომავლო გეგმებთან კავშირებით, ასევე კითხვებზე, რომელიც ჰქონდათ ჩვენს კოლეგებს მიგვეწოდებინა მეტი ინფორმაცია და მეტი პასუხები, როგორც ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას შეესაბამება. მე შევაფასებდი ამ შეხვედრებს ძალიან კონსტრუქციულად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვერავინ ჩადგება შუაში, იქნება ეს რუსეთის მხრიდან მართული ძალები საქართველოში თუ იქნება ეს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ცდილობდა სწორედ ამის გაკეთებას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ქვეყანაში პრაქტიკულად არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვაშინგტონში ცდილობენ თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერა, კამპანიას ატარებდნენ აქ, ვაშინგტონში, თავისი ქვეყნის იმიჯის და ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვადასხვა საშუალებებით, ლობისტებით თუ სხვადასხვა აგენტების გამოყენებით, იმის ნაცვლად, რომ მივიდნენ, მოქალაქეებს უთხრან რას აპირებენ, მოქალაქეებს უთხრან პასუხები იმ მძიმე კითხვებზე, რომელიც მათ მიმართ არსებობს და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო თევეების განმავლობაშიც ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური კალენდარი, აქტიური საერთაშორისო აქტივობა, აქ მაღალი დონის ვიზიტები არის დაგეგმილი მომდევნო თვეებშიც და ჩვენ მაქსიმალურად პოზიტიურ ჭრილში წარვმართავთ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა