logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქეთი ციხელაშვილი: ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ
ქეთი ციხელაშვილი: ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ
19:29 07.02.2020
„ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში“-აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ოკუპირებული ახალგორის ნომერ 1 საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს.

"ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში. მოგეხსენებათ, რომ რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული.

მეორეს მხრივ, 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ვერ მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს იმ გარემოს, რომელშიც ქართველ მოსწავლეებს უხდებათ განათლების მიღება"- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.

ქეთევან ციხელაშვილი საკითხს მომდევნო კვირაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მათი თბილისში ვიზიტის დროს განიხილავს. ეს საკითხი, სხვა მწვავე საკითხებთან ერთად აუცილებლად იქნება განხილული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატშიც, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართება. ასევე მყისიერად მოხდება ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება, რომელებიც ჩართულნი არიან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა