logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას
ირაკლი ბერაია: კონგრესმენების შეფასებები ადასტურებს აშშ-ის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას
15:43 07.02.2020
„ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, საუბრობენ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე, გაღრმავებაზე და განმტკიცებაზე ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე. შეხვედრებს ვაძლევთ ძალიან მაღალ შეფასებას. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გაკეთებულ განცხადებებში ცალსახად აღნიშნეს რომ ინფორმაცია, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციამ მიაწოდა - აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო და შეხვედრებიც შეფასებული არის როგორც ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნულის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა და ის არის მზარდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს მხარდაჭერა არის მზარდი, რასაც მეტყველებს სხვადასხვა დოკუმენტებში, სამართლებრივ აქტებში გაკეთებული ჩანაწერები მათ შორის, ყოველწლიურად, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ, ნათლად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში, მის დღის წესრიგში, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო საქმეთა მინისტრის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრებისას მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია წერილებში მითითებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რასაც მეტყველებს მათ მიერ გაკეთებული შეფასებები, სადაც ისინი ამ შეხვედრების პროდუქტიულობის შესახებ საუბრობენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ როდესაც დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ესაუბრებიან ჩვენს პარტნიორებს, ისინი ესაუბრებიან თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. „ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ ქვეყანას, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის იმიჯს და რეპუტაციას, იმისთვის რომ მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ ისინი არასათანადოდ აფასებენ ჩვენი პარტნიორების განწყობებს, არასათანადოდ აფასებენ ჩვენს შესაძლებლობებს და ასევე, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა