საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მიერ თელავში 2 სექტემბრისთვის დაგეგმილი აქცია გადაიდო.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბლოკის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, აქცია თელავის რაიონში, სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების, სპეცოპერაციის გამო გადაიდო.
მისი თქმით, თელავში აქცია აუცილებლად გაიმართება და თარიღის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ეცნობება.

















