„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ მასშტაბური აქციების გამართვის საჭიროება არ იქნება.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმედია არჩევნების შედეგები პირველ ოქტომბერსვე ნათელი გახდება.
„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვახორციელებთ მასშტაბური შეკრების ორგანიზებას და თუ საჭიროება იქნება, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებთ და დავათვლევინებთ ხალხის ხმებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი პარტიული ყრილობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების საპირწონე ვერანაირად ვერ იქნება.

















