კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერიდ ბიძინა ივანიშვილის თქმით, სახელმწიფომ სახე უნდა შეინარჩუნოს, თუმცა, არა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე.
როგორც ივანიშვილმა ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას განაცხადა, ჯერ დაუზუსტებელია გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაღესტნიდან გადმოსული ჯგუფი კორიდორის გაკეთებას და უკან გადასვლის შესაძლებლობას ითხოვდა.
„ინფორმაცია მაინც დასაზუსტებელია, თუმცა, ერთი შეხედვით, თუ მათ უკან გადასვლა უნდოდათ, ამის შესაძლებლობა ცეცხლის გახსნამდე უნდა მიეცათ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, თავად ის მარტივ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ხალხს არ დახოცავდა.
ივანიშვილის განცხადებით, ტერორისტების ასეთ მარტივად შესრულებად მოთხოვნებზე ბევრ სახელმწიფოში თანხმდებიან იმ მიზნით, რომ მსხვერპლი თავიდან აიცილონ.

















