იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არჩევნებამდე უკანონობის გზით სიარულს გააგრძელებს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს მისი პოლიტიკური ძალის მარტივ სიმართლეს და ხელისუფლების უკანონობას.
ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის შედეგებს არ აღიარებს და ბლოკი ბოლომდე დაიცავს ელექტორატის ხმებს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლები ევროპარლამენტში, ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში იმყოფებიან, სადაც პირველ პირებს ხვდებიან.
წარმომადგენლების წარგზავნა ევროპის ყველა დედაქალაქში მოხდება. გაყალბების შესახებ ინფორმაციას საკუტარ ქვეყნებს დიპლომატებიც მიაწვდიან.
„ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით და მაქსიმალურად მოვითხოვთ, რომ მათ თავისი პოზიცია დააფიქსირონ“-განაცხადა ივანიშვილმა.

















