logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა
დიმიტრი ხუნდაძე: ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა
23:20 05.02.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ, ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ამასთან დაკავშირებით, ბევრია უსაფუძვლო ბრალდებები, სპეკულაციები და არაკომპეტენტური მსჯელობები. ტრაგედია მძიმეა. საკუთარ პოლიტიკურ სარგებლად მისი ქცევა კი უზნეობა. სიღარიბე და მათ შორის, ბავშვთა სიღარიბე, რჩება ისევ გამოწვევად, მაგრამ არა იმ ხარისხში როგორც ფეიქ-ნიუსებით გამრუდებული და ხშირად ტყუილი ინფორმაციებით ხდება საზოგადოების გაჯერება. ოჯახის მძიმე ტრაგედია გუშინ, პრაქტიკულად პოლიტიკური ასპარეზის ძირითად თემად იქცა. ამ ოჯახის ტრაგედია ტრაგედიაა, მაგრამ წარმოჩინება იყო თითქოს ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე იყო. თითქოს სოციალურად დაუცველმა ოჯახმა სახლს, რომელიც დაიწვა - გადასარჩენად შეაფარა თავი და შიმშილი იყო ტრაგედიის ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ერთიც მეორეც და მესამეც არის აბსოლუტური ტყუილი. მძიმეა, მაგრამ ეს ოჯახი როგორც ფულად, ასევე სხვადასხვა სახის დახმარებებს იღებდა და მათ საცხოვრებელიც გააჩნდათ. მე კალკულაციას არ დავიწყებ რამდენს იღებდა და როგორ, მითუმეტეს, რომ ასეთი დასასრულის შემდეგ ეს არის მიუღებელი, მაგრამ ხანძრის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ არის ის მდგომარეობა, რაზეც ვსაუბრობთ და შესაძლოა ეს სხვა იყოს. ეს უკვე საგამოძიებო ორგანოების საკითხია . სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფაქტი შესაძლოა ძლიერ ოჯახშიც მოხდეს და სოციალური პრობლემები სულაც არ ჰქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამასაც არ ვისურვებდი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა