რუსთავის №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტორებისთვის საზოგადოებრივ მისაღებში, პროცედურული საკითხები გამარტივდა.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებადამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა.
საზოგადოებრივ მისაღებში მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლაა შესაძლებელი.
დამატებითი სერვისის სახით ვიზიტორებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მისაღები №8, №18, №15 და №19 დაწესებულებებთან უკვე ფუნქციონირებს.

















