კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კოალიცია პარტიულ სიასაც ხვალ გამოაქვეყნებს.
„ჩვენ სიებს ხვალ გამოვაქვეყნებთ. ხვალვე გახდება ცნობილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობაც“ - განაცხადა მან.

















