„ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის,
რომ 1 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები არასამართლიანად და არადემოკრატიულად ჩაითვალოს.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებს იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რაც მისი და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ განხორციელდა.
ამასთან ივანიშვილის თქმით, არჩევნების 1 ოქტომბერს დანიშვნის გამო, ემიგრაციაში მყოფ ამომრჩეველთა 25 პროცენტი ვერ მოახერხებს მასში მონაწილეობას, რადგან არჩევნები ორშაბათ დღესაა დანიშნული.
„ხელისუფლებას შეუძლია გადაწიოს არჩევნების რიცხვი, თუმცა, ამის საჭიროებაც არ არის და შეუძლია უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის ადრე მიცემის საშუალება მისცეს“ - განაცხადა ივანიშვილმა .
მისივე თქმით, ხელისუფლების რეიტინგი სულ უფრო ეცემა და ამიტომ ის არჩევნების სწრაფად ჩატარებას ცდილობს.

















