logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში
კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში
11:23 03.02.2020
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთრში პროპორციული არჩევნების თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, არაფერი არაკანონიერი არ იყო და დეპუტატებმა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პარლამენტში მიიღეს გადაწყვეტილება და წარდგენილ პროექტს არ დაუჭირეს მხარი. კახა კუჭავას თქმით, ეს არ შეიძლება გახდეს არაკანონიერი ქმედებების საფუძველი ოპოზიციის მხრიდან.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში.

„მე არ ვთვლი, რომ იმაზე მეტად უნდა გავაბუქოთ ეს თემა, ვიდრე რეალობაა. ეს არის საქართველოს პარლამენტი და როგორც ყველა პარლამენტში, კონკრეტული კანონპროექტი გამოდის და იქ უკვე დეპუტატები იღებენ გადაწყვეტილებას დაუჭირონ თუ არ დაუჭირონ მხარი. არანაირ არაკანონიერ ქბმედებას აქ ადგილი არ აქვს.

ჩვენ გავეცით პირობა, პირობა ვერ შესრულდა, კანონპროექტი ჩავარდა და ეს მოცემულობა აძლევს ვინმეს საფუძველს რომ არალეგიტიმური გზით მოითხოვოს შეცვლა მთავრობის? ეს არ არის საფუძველი და ვერასოდეს ვერ გაამართლლებს ამას ვერც ერთი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი. ფაქტია, რომ უკანონობა არ განხორციელებულა და თუ რამე მსგავსი მოხდა, ეს არის ის რისკი, რომელსაც იღებს თავის თავზე მმართველი პარტია და არჩევნებზე მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გახდება თუ არა ეს მიზეზი იმისა, ჩვენ მხარი დაგვიჭიროს თუ არა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მყარად და ძლიერი სხვაობით გავიმარჯვებთ არჩევნებში“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარია არა კანონპროექტის ჩავარდნაზე, არამედ ვადის ცვლილებაზე.

„ის, რომ საუბარია ვადის ცვლილებაზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია.
ევროპარლამენტშიც ცალკე გვიხსენეს ეს. არ ჩაგვიგდია, ესეც კი დეზიფორმაციაა, რომელიც მათთან არის მიწოდებული. ბევრმა პირველად გაიგო, რომ ვადის გადმოტანაზე იყო საუბარი და ის, რომ „ქართული ოცნება„ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა და კონსტიტუციაში ასახა პროპორციულზე გადასვლა 2024 წლისთვის“,-განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა