logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გაბედე“, „შეცვალე“ „სირცხვილია“ - ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც „კმარა“ (გური სულთანიშვილი - POSTV)
„გაბედე“, „შეცვალე“ „სირცხვილია“ - ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც „კმარა“ (გური სულთანიშვილი - POSTV)
23:24 30.01.2020
„გაბედე“, „შეცვალე“ „სირცხვილია“ ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, როგორც „კმარა“, უბრალოდ თუ „კმარას“ შემთხვევაში ეს იყო ტრაგედია, ახლა ის ფარსია, იმიტომ რომ ის დროც აღარაა, სახელმწიფოც აღარაა სუსტი და მხოლოდ სიმულაციაა ეს ყველაფერი“ - ამბობს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ვიდეობლოგის ავტორი მიშისტური ახალგაზრდული მოძრაობების სტრატეგიაზე საუბრობს. გური სულთანიშვილის თქმით, ახალი სტრატეგია შემდეგია, უნდა იყოს სხვადასხვა პარტიების ბევრი ახალგაზრდული ძალა. ამ შემთხვვაში ჩვენ გვაქვს ნაციონალების და ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული ძალები.

„მარქსი წერს შემდეგ რამეს, ჰეგელი სადღაც აღნიშნავს, რომ ისტორია მეორდებაო, მაგრამ მე დავამატებ, ერთხელ როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსიო. უმეტესობა თქვენგანს გემახსოვრებათ საზოგადოებრივი მოძრაობა „კმარა“, ახლა კი ნეოკმარელების დროა, გაბედე, შეცვალე და სირცხვილია ეს ახალგაზრდული მოძრაობები იგივე მეთოდებით მოქმედებენ, უბრალოდ თუ პირველად „კმარას“ შემთხვევაში ეს იყო ტრაგედია, ახლა ის ფარსია, იმიტომ რომ ის დროც აღარაა, სახელმწიფოც აღარაა სუსტი და მხოლოდ სიმულაციაა ეს ყველაფერი.

მახსოვს 2012 წლიდან, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, როგორ გამოჩნდა სცენაზე თავისუფალი ზონა - ეს იყო კობა ხაბაზის და ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდების ძალა, რომლებიც პროვოკაციებით, რუსეთი ოკუპანტიას ძახილით, სტიკერებით და ყვირილით დარბოდნენ აქეთ იქით. რათქმა უნდა მაშინ ყველას უადგილოდ ეჩვენებოდა ეს ჯგუფი, მაგრამ როცა დრო გადის, ნაციონალებისადმი ბრაზიც ემოციიდან უკვე მეხსიერებაში გადადის, მაშინ კიდე უფრო აქტუალურები ხდებიან, ვითომ ახალგაზრდული შემართების ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ არსებულ ხელისუფლებას.

ახალი სტრატეგია შემდეგია, უნდა იყოს სხვადასხვა პარტიების ბევრი ახალგაზრდული ძალა. ამ შემთხვეაში ჩვენ გვაქვს ნაციონალების და ევროპული საქართველოს მიერ ორგანიზებული ძალები და მათი მოქმედება ეფუძნება მორალურ ინვერსიას. მორალური ინვერსია ესაა სიტუაცია, როდესაც შენ არანაირი ღირებულება არ გაქვს, უბრალოდ ცდილობ სხვა გამოაჩინო ცუდად და მის ფონზე შენ უკეთესი გამოჩნდე. ამ შემთხვევაში სხვა არის სახელმწიფო. ეს ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფო აჯანჯღარონ, როგორც უკვე თქვეს მათმა ინსპირატორებმა. იქნებ მაგალითად, პოლიციას ძალა გამოაყენებინონ, იქნებ რამე ათქმევინონ რომელიმე პოლიტიკოსს, იქნებ რამე დაუგეგმავი გააკეთებინონ რომელიმე პარლამენტარს და შეცდომა დააშვებინონ. ესააა მთელი მათი რუტინა და ფილოსოფია.

არადა მანიფესტაციის იდეა ზოგადად სხვანაირია. ესაა სახალხო პროტესტი, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქე, ბრაზისგან ქუჩაში გადის, იმის მაგივრად რომ სახლში ტელევიზორს უყუროს. ასეთი რამ არ ხდება ჩვენთან, ესაა ჯგუფი და ჯგუფები, რომლებიც არა ხალხის რეპრეზენტატორები, არამედ პარტიების წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს.

რა მტკიცებულებები გვაქვს ამისთვის? თანაც იმ პირობებში როცა თვითონ უარყოფენ ამას ეს ახალგაზრდული ჯგუფები. პირველი თვითონ სახეები, უმეტესობა მათგანი მე ზუსტად თავისუფალი ზონიდან მახსოვდა, მეორე მტკიცებულება ესაა ნაციონალების და ევროპული საქართველოს პოლიტიკოსებთან აქტიური კომუნიკაცია და უმეტესობა კიდე მათი აქტიური სახეები ახალგაზრდული მოძრაობის არიან მათი შვილები, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრების და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ესააა პარტაქტივი. გახსოვთ მაგალითად, 20 ივნისის აქციები, მეორე მესამე დღეს, იქ მართლაც გავიდნენ დამოუკიდებელი ახალგაზრდები, რომლებიც გაბრაზდნენ რიგი მოვლენებით და როდესაც ეს აქციები, პროტესტი გახდა პერმანენტული გვახსოვს შედარებით ხალხმრავალი აქციების დღეებში, მათ ნაცების პარტაქტივი ეხმარებოდათ, ზოგი მარნეულიდან ჩამოყვანილი, ზოგი გორიდან, ზოგი იმერეთიდან.

კი ბატონო, შეიძლება უარყო ნაცებთან კავშირი, ეს უკვე ძალიან კარგი აქტია, რომ გესირცხვილება, მაგრამ როდესაც ნაციონალები მოგახმარენ პარტაქტივს, არ მგონია მათ ეს გააკეთონ სხვისთვის. ნეოკმარას მოძრაობას ემატება ერთი საინტერესო გარემოება, ახალგაზრდების ლიდერები და მთავარი სახეები, ძველი, ცნობილი პოლიტიკოსების შვილები არიან. ნაციონალების და ევროპული საქართველოს წარმომადგენლების უმეტესობა. ისიც უნდა გავიმეოროთ, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაცების არსენალში მხოლოდ ორი იარაღი მოიძებნება ახლა, ისიც გაფუჭებული, დასაზეთი, ყავლგასული და ეს იარაღებია - სიცრუე და ძალადობა. თანამედროვეობაში ეს იარაღები მითუმეტეს ვადაგასულია, ახლა საჭიროა ინოვაციები, ახალი იდეები და არა კმარას დროის ტრენდები“ ამბობს გური სულთანიშვილი.

https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/610972479756158/?epa=SEARCH_BOX
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა