logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესს ყველა აღიარებს
სოფო კილაძე: ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დემოკრატიული განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესს ყველა აღიარებს
20:31 30.01.2020
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის წევრმა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა.

„ის რაც იყო განხილული მონიტორინგის კომიტეტზე არის რეზოლუციის პროექტი და არ არის საბოლოო რეზოლუცია. ეს არის მხოლოდ სამუშაო ვერსია. მოკლებული ვარ შესაძლებლობას ვისაუბრო იმ დეტალებზე, რაც იქნა გაჟღერებული მონიტორინგის კომიტეტზე, რადგან ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროგრესი დემოკრატიის კუთხით დაფიქსირებულია. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ეს მიმართულებები ამ კუთხით რეზოლუციაში არ უნდა აისახოს. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ჩვენი ცვლილებები და ვფიქრობ, რომ ასამბლეის მხრიდან მისი გათვალისწინება მოხდება. საბოლოო რეზოლუცია იქნება ის, რასაც მიიღებს ასამბლეა და ბატონ კანდელაკს წინასწარ ტყუილად უხარია, რომ საქართველოზე უარყოფითი მოხსენება იქნება მიღებული.

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ როდესაც ხდება რეზოლუციის პროექტზე მუშაობა იქ შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები შევიდეს. არ მახსენდება მონიტორინგის კომიტეტის არც ერთი ქვეყნის რეპორტი, სადაც ქვეყანას არ დაეყენებინოს ცვლილებების შეტანის საკითხი. ეს არის მხოლოდ რეზოლუციის სამუშაო ვერსია და არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. დარწმუნებული ვარ ის უზუსტობები, რაც ამ პროექტშია, გასწორდება და ამის შემდეგ გვექნება რეპორტი, რომელიც რეალურ მოცემულობას ასახავს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრმა ოპოზიციის მხრიდან მიზანმიმართულ, ქვეყნის იმიჯის შემლახველ კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობის გააქტიურება მოუწევს.

„ევროპარლამენტში, ბრიუსელში და სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დემოკრატიული განვითარების კუთხით, საქართველოს პროგრესს აღიარებს ყველა და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. სამწუხაროა, რომ გარკვეული ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ქვეყნის იმიჯის შელახვა, ეს არის ის რეალობა სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა სწორი და ობიექტური ინფორმაცია იქნეს მათთვის მიწოდებული. „ქართულ ოცნებას“ აქვს კიდევ უფრო მეტი სამუშაო, იმისთვის რომ ის რეფორმები, სერიოზული დადებითი ცვლილებები და პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს დემოკრატიის კუთხით მიეწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა