logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა
საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა
18:29 30.01.2020
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები და ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტები.
„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წარვუდგინეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში. ასევე, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან და ამ კუთხით ჩვენ გამოკვეთილი პრიორიტეტები გვაქვს.

განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის ინტერესთა სფეროში შემავალი ერთ-ერთი საკითია და ვიმსჯელეთ იმაზე, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ კუთხით. გვინდა დავგეგმოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, მათ შორის, შეიძლება ასეთი ღონისძიებები თბილისშიც გაიმართოს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით შეხვედრაზე ზოგადი საუბარი შედგა.

„პარლამენტი არ არის პასუხისმგებელი მოლაპარაკებები თაობაზე. ეს საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შორის განიხილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ ზოგადად შევეხეთ ამ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ ეს მინისტერიალი გაიმართება ისე, როგორც უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტზე განხილულ ანგარიშთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინა.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები დღეს, პლენარულ სხდომაზე გაზიარებული იქნება. რაც შეეხება ანგარიშს, ის ეხება ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომელიც არის ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემას და ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. სწორედ, ამას შეეხება ჩვენი მეგობრების წინადადებაც, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შეძლებისდაგვარად მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეული იქნება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დადებითად არის შეფასებული რეფორმის მეოთხე ტალღა. რაც შეეხება უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევას, აქ არის მოწოდება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ისინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დელეგაციის მიერ წარდგენილია როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი ხასიათის შესწორებები.

„ჩვენი წინადადებები ძირითადად წარდგენილია ორ თემაზე, ეს არის: საარჩევნო სისტემის საკითხი და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების საკითხი“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა