საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში იმყოფებოდა.
პრეზიდენტი სოფლის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სააკაშვილმა მოსახლეობას სპეცოპერაციის დეტალები გააცნო და ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, ყველა დარწმუნდა, რომ კახეთში ვერც 90-იანი წლების ბასაევის პანკისის დროს და ვერც მე-17-მე-18 საუკუნეების ლეკიანობას ვეღარავინ დააბრუნებს.
„ქედს იქით ჩვენი ძმები არიან. ჩამოვიდნენ, როგორც ყოველთვის ჩამოდიოდნენ მშვიდობიანად, სავაჭროდ, სუფრაზე დიდი სიამოვნებით ყველას მივიღებთ, მაგრამ იარაღით გამოვისეირნებთ და თქვენ არაფერი არ ქნათო, ასე ჩამოსვლა ვის ინტერესებშიც შედის ყველამ კარგად ვიცით“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს დამპყრობლის ინტერესებშია.
მისი თქმით, კახეთში ყველა დარწმუნდა, რომ ხალხი დაცულია.

















