logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებაში
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებაში
11:55 30.01.2020
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის შეფასებით, იყო მოლოდინი, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებდა გადაწყვეტილებას რუსეთის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ საქართველოს დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოეხატათ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ვიცოდით რა იყო კონტექსტი ამ გადაწყვეტილების, მანამდე უკვე ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის დაბრუნების თაობაზე. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და რომელიც უკავშირდება ყირიმის ანექსიას, ეს არის ყველაზე უხეში დარღვევები, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ამ საკითხებზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოვახერხეთ კიდეც ეს ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად. ყველაზე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში ბალტიისპირელი კოლეგები და ასევე ჩვენი უკრაინელი კოლეგები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ქვეყანაში.

„აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ძირითადი ყურადღება არის გამახვილებული ამ ანგარიშში იმ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე დიდი აქტუალობით სარგებლობს ჩვენთან საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ყურადღება არის გამახვილებული საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო სისტემის საკითხზე და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გაიმართება დისკუსია. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის ჩვენს, კოლეგებს იმის თაობაზე, რომ გრძელდება კონსულტაციები და იმედია არ შეწყდება ეს კონსულტაციები ოპოზიციის პოზიციის გამო. ასევე რაც შეეხება მოსამართლეების და სასამართლო რეფორმის საკითხებს, აქ არის გამახვილებული ყურადღება პოზიტიურ ცვლილებებზე, პირველ რიგში გამახვილებულია ყურადღება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე და ასევე გამოთქმულია რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადაიხედოს დამატებით კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ბუნებრივია, გავაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს ევროპის საბჭოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა