საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის მთავარი თემა უცნობია. იგი დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, თუმცა, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო 10 გვერდიან გეგმას შეეხებოდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, 16:00 საათზე ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

















