logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, გასაჯაროებული იყო ყოველთვის მხარესთან შეთანხმებით, არცერთი წერილი არ ყოფილა დამალული
გიორგი გახარია: ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, გასაჯაროებული იყო ყოველთვის მხარესთან შეთანხმებით, არცერთი წერილი არ ყოფილა დამალული
18:14 29.01.2020
სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ კითხვებზე დავჯდეთ და ვისაუბროთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ - სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომელიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სენატორების წერილთან დაკავშრებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, მხარესთან შეთანხმებით გასაჯაროვდა.

„ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები. გარწმუნებთ, რომ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების. არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, როგორც ქვეყნის შიგნთ, ისევე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ყველაფერი არის შედარებითი. დღეს საქართველოს აქვს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყანას აქვს მთელი რიგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ და ჩვენ როდესაც დონორებთან ვსაუბრობთ, ხომ გესმით დონორთა კონფერენცია რას ნიშნავს, ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ტარდება ქვეყანაში, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის.
გვესმის ჟრიამული რაც მოეწყო ამ წერილებთან დაკავშირებით გასაგებია, არის პოლიტიკური კონტექსტი და ყველა, რა თქმა უნდა საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს ამ წერილს.
ყველა წერილი, რომელიც იყო მიღებული, გასაჯაროებული იყო ყოველთვის მხარესთან შეთანხმებით, არცერთი წერილი არ ყოფილა დამალული.

პრემიერ-მინისტრმა წერილში კომპანია ფრონტერასტან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერი კომპანიის ინტერესებთან.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი. ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და იმედი მაქვს, ამას სულ მალე, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა